მანდარინის ჩირის წარმოება და ქართული ბაზრის გაჯერება

ჯულიეტა გაგლოშვილი
14.06.2016
მანდარინის შესაძლებლობამ მეცნიერები გააოცა! ეს რაღაც წარმოუდგენელია - ასე იწყებს თავის სტატიას ერთ-ერთი მეცნიერი და მკვლევარი ამერიკიდან. ჯონატ სმიტის თქმით, მანდარინი- არამარტო გემრიელი ნაყოფი და ციტრუსია, რომელიც ახალ წელთან ასოცირდება, არამედ პირველ რიგში საუკეთესო დაცვაა გულისა და დიაბეტის დაავადებისგან. კანადის მეციერებმა კი თავის მხრივ გაკვირვებით აღნიშნავენ, რომ ნობილეტინის ნივთიერება, რომელსაც მანდარინი დიდი ოდენობით შეიცავს, საგრძნობლად ამცირებს ქოლესტერინისა და ინსულინის დონეს ადამიანის სისხლში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანდარინის მოხმარება - საუკეთესო საშუალებაა, თავი დავიცვათ ისეთი დაავადებისგან როგორიცაა ინსულტი, გულის სხვადასხვა სენი და დიაბეტი. გარდა ამისა, მეცნიერები ხაზსგასმით აცხადებენ იმასაც რომ მანდარინი ორგანიზმის საუკეთესო მკვებავია. იგი ისეთ ვიტამინებს აწვდის უჯრედებს, რომლებიც პირვეკ რიგში მადას ზრდიან და საკვების გადამუშავებაში უწყობენ ხელს. სამწუხაროდ მანდარინი სეზონურია. ამიტომ ჩირის წარმოება გაახანგრძლივებს სეზონს.