ქართული ძირტკბილას მოშენება

ჯულიეტა გაგლოშვილი
14.06.2016
ზოგიერთ ქვეყანაში ძირტკბილასგან დამზადებულ პრეპარატებს აქტიურად იყენებენ წყლისა და მინერალური ცვლის მოშლილობის სამკურნალოდ. ფლავონოიდების შემცველობის წყალობით ძირტკბილა ავლენს სპაზმის მომხსნელ, ანთების საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა კედლების გამამაგრებელ ეფექტს. ძირტკბილას აქვს საფაღარათო, ანტიჰემოროიდული (ბუასილის საწინააღმდეგო), შარდმდენი და ამოსახველებელი თვისებებიც. ჩინეთში ძირტკბილას ნაყენებითა და ნახარშებით მკურნალობენ კუჭის წყლულს, ბრონქიტს, შეკრულობას. მასვე, როგორც გარეგან საშუალებას, იყენებენ ეგზემის სამკურნალოდაც. საფრანგეთში რევმატიზმის, ბრონქიტისა და ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ძირტკბილას ფესვების სიროპს. პოლონურ და ავსტრიულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ძირტკბილას ფესვები უებარია კუჭის სხვადასხვა დაავადების, ხველების დროს. გამოიყენება შარდმდენ საშუალებადაც.
დასახელება ატვირთვის თარიღი
ძირტკბილა.JPG 14.06.2016 15:03:17
ძირტკბილა2.JPG 14.06.2016 15:26:25