სატაცურის მოშენება

ეკატერინე ბერიძე
06.06.2016
საქართველოში ოდითგან კარგად იცოდნენ, თუ რა სასარგებლოა მხალეული, მათ შორის სატაცური, რომლის სეზონი უკვე დაიწყო. თუმცა, როგორც ირკვევა, მასზე არც იმდენი გვცოდნია, როგორც ევროპის ქვეყნებს, სადაც სატაცური იმდენად ძვირფას პროდუქტად ითვლება, რომ წამალთან არის გაიგივებული. ამ ვიტამინებით მდიდარი მცენარის – სატაცურის კულტურული ფორმის გამრავლება თუ ჩვენში დაიწყება, ეს პროდუქტი შესაძლოა, ევროკავშირის ბაზარზეც გავიდეს. შესაძლოა, “ევროპული ცოდნის” გათვალისწინებითაც ბოლო ხანს ჩვენში სატაცურის მიმართ ინტერესი გაიზარდა. აქა-იქ სათბურებშიც დაიწყეს გამრავლება, რადგან შესაძლოა, ის ევროკავშირის ბაზარზეც გავიდეს. მართალია, ჯერჯერობით სატაცურის კულტურულ ფორმებს ჩვენში იშვიათად ნახავთ, მაგრამ, რაც მთავარია, პროცესი დაიწყო და უნდა გაფართოვდეს
დასახელება ატვირთვის თარიღი
სატაცური.jpg 06.06.2016 0:27:09