ხმელი ხილის წარმოების გაზრდა

მარინა ებრალიძე
04.06.2016
ვიტამინები, რომლებსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს, ჭირვეულები არიან. ახალმოკრეფილ ნაყოფში ისინი მრავლადაა, მაგრამ სანამ ხილი დახლებამდე, იქიდან - მაცივრის თაროებამდე, თაროებიდან კი ჩვენს სუფრამდე მიაღწევს, მისი კვებითი ღირებულება რამდენჯერმე მცირდება. საბედნიეროდ, არსებობს ხერხი, რომლითაც ვიტამინებს შევინარჩუნებთ, პროდუქტს სასარგებლო თვისებებს არ დავუკარგავთ, უფრო მეტიც - შევმატებთ კიდეც. ეს არის ხილის გახმობა. ამ ხერხის წყალობით ხილი ვიტამინების კონცენტრატად გადაიქცევა! რომელია ნამდვილი? თავდაპირველად იმაზე შევთანხმდეთ, რა არის ნამდვილი ხმელი ხილი. ხმელი ხილის ამაყ სახელს შეიძლება ატარებდეს დაშაქრული ხილისა და კენკრის ჩვეულებრივი ცუკატიც, ჩირის წარმოებაში კი შაქარი არ მონაწილეობს. მისი ზომიერი გამოყენება - დღეში არა უმეტეს 100 გ-ისა - არც სისხლში შაქრის მომატებას იწვევს და არც წონის მატებას. ვიტამინებთან ერთად ხმელი ხილი შეიცავს კალციუმს (კბილებისა და ძვლებისათვის), რკინას (სისხლისათვის), მაგნიუმს (კუნთებისა და ნერვებისათვის), უჯრედისსა და პექტინს (ნაწლავებისათვის).
დასახელება ატვირთვის თარიღი
ჩირი.jpg 04.06.2016 16:27:55