ქართული ნიორის გადარჩენა

მარინა ებრალიძე
04.06.2016
ადგილობრივი მწარომოებელი დღემდე ვერ სთავაზობს შეფუთულ ნიორს წარწეროთ: „ქართული ნიორი", რაც მას უცხურისგან გამოარჩევს და უფრო მეტ მიმზიდველობას მიანიჭებს. ნიორი-ეს ანტისეპტიკური ბოსტნეული სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ორგანულად მოყვანილ ქართულ ნიორს უფრო მეტი ზეთოვნება და გემური თვისებები ახასიათებს და ეს რომ ადგილობრივმა მწარმოებელმა დაამტკიცოს 5 წელი ჭირდება. ამის თაოაბზე სერთიფიკატებს ცნობილი „ელკანა'" გასაცემს, პროცედურა ასეთია: 2 წელი ნიადაგს აკვირდება, მერე მოსვალს, ამოწმებს ლაბორატორიულად და ასე შემდეგ. ასეთი სერთიფიკატი დღეს ბაზარზე არცერთ ქართველ ფერმერს არ აქვს, ლოდინი არავის უნდა. მაშინ, როცა ზაგესში მოწყობილ სამაცივრე მეურნეობაში ქართული ნიორი ვერ შეინახეს, გარკვეული მცდელობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართული ჯიშის ნიორი, ირანულისა და ჩინურისგან განსხვავებით, უფრო მეტი ზეთოვნებით გამოირჩევა და მისი რაღაც გრადუსზე გაყინვა შეუძლებელია. ასეთი კეთილშობილური თვისებებით გამოირჩევა ქართული ნიორი. შოთა ახვლედიანის განმარტებით, ქართულ ნიორს სათესლედ ყიდულობენ თურქები და ამ ჯიშს გაფრთხილება ჭირდება, რათა ქართული შაქრის ბედი რომ არ გაიზიაროს. ახლა, ქართული შაქრის ჭარხლის თესლს, მხოლოდ 2 ჰექტარზე დასათესს თუ იშოვის მოწადინებული ადამიანი, ის უცხოური ჯიშების შემოსვლის შემდეგ გაქრობის გზას დადგა. ქართული ნიორი დიდი მოცულობით ქარელის რაიონის მეჯვრისხევის ფერემერები თესავენ. ახვლედიანის განმარტებით, თესვა და ბარვა ხელით ხდება, რაც ნიორის ღირებულებას აძვირებს. ერთი ადამიანის დაქირავება, დღიურად 25 ლარი ღირს. შეხვედარში მონაწილე ფერმერებმა ერთმანეთს ქართული ნიორის წარმოების გამოცდილება გაუზიარეს. ერთ-ერთი ფერმერი ქართული ნიორის დაფასოებული სახით გაყიდვის ინიციატვითაც გამოვიდა, რათა მომხმარებელმა ადვილად გამოიცნოს ბაზარზე ის და გაყიდვების რაოდენობაც გაიზარდოს. „საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ინიციატვით კომპანია „მეღვინეობა ხარება" მცირე ფერმერებს გრანტებს გასცემს 500 ლარის ოდენობით. ექვსი ფერმერი უკვე დაფინანსდა სოფლის მეურნეობის დარგში. ხალხი დაინტერესებულია აგრობიზნესის წამოწყებით, ვცდლობთ ხელის შეუწყოთ მცირე წარმოების განვითრებას, ბოლოს წიწილების შესყიდვა დავაფინანსეთ", ამბობს თემურ ვეკუა, რომელიც მცირე გრანტების გაცემას ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, თანხები ისეთი დიდი მოცულობისა არ არის, რომ აგრობიზნესის განვითარებაზე, არსებითი გავლენა მოახდინოს, თუმცა მთავარი ის არის, რომ დასაწყისისთვის ფერმერებს გამოუჩნდათ სისტემატური თავშეყრისს ადგილი, სადაც ერთმანეთეს გამოცდილებას უზიარებენ, და ერმანეთისგან ბევრ რამეს სწავლობენ. ბაზარზე ადგილობრივი (ქართული ორგანული) და იმპორტული (ჩინური არაორგანული) ნიორის საბითუმო ფასი 2 ლარია.
დასახელება ატვირთვის თარიღი
ნიორი.jpg 04.06.2016 16:20:13